– საქართველოსა და უკრაინას მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს

საქართველოსა და უკრაინას აკავშირებს მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უკრაინის სამშვიდობო სამიტზე მოწვევასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.
„საქართველოსა და უკრაინას აკავშირებს მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა აკავშირებს, მათ შორის, ჩვენს ხალხებსაც და ჩვენ ძალიან მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას. ეს არის როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ასევე ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ვისაუბროთ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც შეგვიძლია შემდგომში განვახორციელოთ ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი