პაატა მანჯგალაძე – გერმანიის კანცლერმა პირდაპირ თქვა, რომ ეს კანონი არ არის ევროპული – „ქართული ოცნება“ უფრო ახლოს არის „გუთენ ტრაკენის“ სტანდარტთან, ვიდრე ევროპასთან

გერმანიის კანცლერმა ე.წ. აგენტების კანონი ახსენა და პირდაპირ თქვა, რომ ეს კანონი არ არის ევროპული – როგორც აღმოჩნდა, როგორც „ქართულ ოცნებას” ახასიათებს, ის უფრო ახლოს არის “გუთენ ტრაკენის” სტანდარტთან, ვიდრე ევროპასთან, – ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა მ გერმანიაში ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერის ს ერთობლივ პრესკონფერენციაზე შოლცის მიერ “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” გაკეთებული განცხადება.
მანჯგალაძე მმართველ პარტიას ურჩევს, აღნიშნული კანონპროექტი არ მიიღოს.
„ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი განცხადება ჩვენი პარტნიორის, გერმანიის კანცლერის, რომელმაც დაადასტურა, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე, არის ძალაში და მთავარია, ცხრა პირობა შევასრულოთ, რომ საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. მეორე მნიშვნელოვანი განცხადება იყო „რუსულ კანონთან” დაკავშირებით. ე.წ. აგენტების კანონი ახსენა კანცლერმა და პირდაპირ თქვა, რომ ეს კანონი არ არის ევროპული. როგორც აღმოჩნდა, როგორც „ქართულ ოცნებას” ახასიათებს, ის უფრო ახლის არის “გუთენ ტრაკენის” სტანდარტთან, ვიდრე ევროპასთან. ამიტომ „ქართულ ოცნებას” ვურჩევ, ეს კანონი არ მიიღოს”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად უყურებს ე.წ. აგენტების შესახებ კანონს”.
მისივე თქმით, „მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“.
შოლცის განცხადებითვე, “ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა”.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

გერმანიის ელჩი – ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა – რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – პირველი მესიჯი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინა 2030 წლის 1-ელ იანვრამდე ევროკავშირში გვყავდეს – მეორე მესიჯი: პასუხს ვაგებინეთ რუსეთს აგრესიის დანაშაულისთვის