დარწმუნებული ვარ, გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს ეროვნული ნაკრები სწორედ გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას

დარწმუნებული ვარ, გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს ეროვნული ნაკრები სწორედ გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას
დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, სწორედ, გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას და ჩვენს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოში მოიწვია.
„მინდა, ბატონ ფედერალურ კანცლერს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის. ვსარგებლობ შემთხვევით და ბატონო ფედერალურო კანცლერო, საპასუხო ვიზიტით გეპატიჟებით საქართველოში,“– აღნიშნა პრემიერმა.
Next: საქართველო გერმანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში და განსაკუთრებულ როლს ასრულებს მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება