სასკოლო ტრანსპორტს ავტობუსის ზოლში გადაადგილების უფლება ექნება

„ვითვალისწინებთ რა პიკის საათებში სკოლის მოსწავლეების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საჭიროებებს, გადავწყვიტეთ რომ M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტსაც მივცეთ შესაძლებლობა რომ გადაადგილდნენ საავტობუსე ზოლში“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება შეეხება როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებს და სასკოლო ტრანსპორტის ავტობუსის ზოლში მოძრაობისთვის გარკვეული პირობები დაწესდება.
„გადაადგილების უფლება ექნება მხოლოდ ტექნიკურად გამართულ სასკოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გავლილი აქვს ტექინსპექტირება და განთავსებული აქვს მერიასთან შეთანხმებული აქვს სპეციალური ნიშანი, რომელიც განსაზღვრას, რომ მას გადაჰყავს მოსწავლეები.
აღნიშნული ავტობუსები იმოძრავებენ მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტზე, მხოლოდ სამუშაო დღეების განსაზღვრულ მონაკვეთებში.დილის 06:00-იდან 09:00 საათამდე და 14:00-იდან 18:00 საათამდე პერიოდში. ისინი ავტობუსების გაჩერებებზე გაჩერდებიან მხოლოდ 1 წუთის განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მან განმარტა, დარღვევების შემთხვევაში სასკოლო ავტობუსებიც ჩვეულებრივად დაჯარიმდებიან. სკოლებმა
მერის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება სატესტო რეჟიმში იმოქმედებს 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 1-ელ ივლისამდე.

ასევე დაგაინტერესებთ