“როდემდე უნდა ვითმენდეთ ლაყე გოგლიმოგლისტებს?” – შათირიშვილი

რამდენი ხანია არაფერი გამომიქვეყნებია, ვდუმდი და ვდუმვარ, რადგან დავრწმუნდი, სიმართლის თქმა დღევანდელ პირობებში. მთქმელს რომ ავნებს უპირველესად, ეს არაფერია, არავის რომ არ ესმის და მნიშვნელობას კარგავს, ეს არის ხელისჩაქნევის უპირველესი საფუძველი და, ახლა მინდა გითხრათ: როდემდე უნდა ითმენდეს, ე. ი. ვითმენდეთ ქართველი საზოგადოება ლაყე გოგლიმოგლისტებს?.. ვინ არის ეს დოყლაპია, კაცობიდან აცდენილი დოიაშვილი, ასეთი ტრადიციისა და წარსული დიდების თეატრის ხელმძღვანელობა ჩააბარო?.. რას წარმოადგენს ეს არარაობა, სად არის მისი ნიჭიერება, უმადურობაში?.. ქალაქელობით ამაყოფს თუ რობერტ სტურუას ეტოლება? ვინ არის საერთოდ ეს უგვანი წამბაძველი და მიკვირს, საიდან ხელოვნის პრივილეგია? საიდან თეატრალური დასის ხელმძღვანელობა? მაპატიოს უფალმა, რომ დოიაშვილისნაირებს განვიკითხავ და მათ ტოლობამდე დავდივარ, მაგრამ ჩემი ქვეყანა მტკივა და, ვიდრე წყალს პირში ვიგუბებთ, ასეთი დოიაშვილები, ბუღაძეები და ტურაშვილები ქართველობიდან გადაგვდგამენ, დააზიანებენ ჩვენი ქვეყნისა და ერის ღირსებას, თორემ, ისინი ჩემთვის ისედაც არარაობები არიან და მომავალშიც ასეთებად დარჩებიან, რადგან ვერ განურჩევიათ თეთრი და შავი, ვერ განუსხვავებიათ კეთილი და ბოროტი, ვერ გაუგიათ მნიშვნელობა მტყუანისა და მართლის… და ნუ გაგვიკვირდება, რომ ასეთებს დათმობილი აქვთ აუდიტორიები, ასეთები ლექტორებად არიან გამწესებულნი უნივერსიტეტებსა თუ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, რომ ჩვენ მივიღებთ ახალგაზრდობას, რომელებისთვისაც ქართული ღირებულებები “კოქტეილის” ტოლფასი გახდეს და მათთვის ფასეულს მხოლოდ უზნეო და ამორალური იდეოლოგია წარმოადგენდეს… აი, დავწერე და ჩემი თავი თავად არ მომწონს, რომ ასეთებზე მიხდება საუბარი…