მეგრელიშვილი: ლაზარე კანონსა და სახელმწიფოს დაუპირისპირეს და სახელმწიფოს კანონთან პირისპირ მარტო დატოვეს – გიღირთ კი ფსევდო გმირობის სახელით ასეთ დანაშაულებზე წახვიდეთ?!

ლაზარე კანონსა და სახელმწიფოს დაუპირისპირეს და სახელმწიფოს კანონთან პირისპირ მარტო დატოვეს – გიღირთ კი ფსევდო გმირობის სახელით ასეთ დანაშაულებზე წახვიდეთ?!
ახალგაზრდებო, ნუ გახდებით ანტისახელმწიფოებრივი ქმედების ჩამდენნი, თორემ ის ვინც ამას გავალებთ და ამისთვის საგანგებოდ გატრენინგებთ, საბოლოოდ ბუჩქებში იმალება და კანონის დარღვევისთვის კანონის წინაშე პასუხისმგებელნი თავად თქვენ ხდებით, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი , თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რომლის მიხედვით ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
მეგრელიშვილის თქმით, კანონსა და სახელმწიფოს დაუპირისპირეს და სახელმწიფოს კანონთან პირისპირ მარტო დატოვეს.
მანვე აღნიშნა, რომ ანტისახელმწიფოებრივი მოქმედების არც მიზანია საკუთარ შინაარსში სწორი და არც საკუთარი თავისუფლების ნაცვლად საშიში დავალებების შესრულება.
„2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი გამოცხადდა, გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.
გარდა ამისა, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გრიგორიადისმა 9 მარტს ჭანტურიას ქუჩაზე ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ამ საქმის გამოძიებით ის დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით); და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) და მას დღეს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ახალგაზრდებო, ნუ გახდებით ანტისახელმწიფოებრივი ქმედების ჩამდენნი, თორემ ის ვინც ამას გავალებთ და ამისთვის საგანგებოდ გატრენინგებთ, საბოლოოდ ბუჩქებში იმალება და კანონის დარღვევისთვის კანონის წინაშე პასუხისმგებელნი თავად თქვენ ხდებით. ამის კარგი მაგალითია ლაზარე, რომელიც კანონსა და სახელმწიფოს დაუპირისპირეს და სახელმწიფოს კანონთან პირისპირ მარტო დატოვეს. ასე მოგექცევიან თქვენც, ამიტომ გაიაზრეთ გიღირთ კი ფსევდო გმირობის სახელით ასეთ დანაშაულებზე წახვიდეთ?! თავადაც კარგად იცით და ხვდებით, რომ თქვენი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედების არც მიზანია საკუთარ შინაარსში სწორი და არც თქვენი საქციელია კანონიერი და საკუთარი თავისუფლების ნაცვლად უბრალოდ საშიშ დავალებებს იღებთ და ასრულებთ“, – წერს Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას