ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ სოციალური გავლენის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა სოციალური გავლენის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევამ დეტალურად შეისწავლა ის სოციალურ-ეკონომიკური გავლენა, რომელიც კომპანიის საკრედიტო მომსახურებას მომხმარებლებისთვის მოაქვს. შედეგების პრეზენტაცია „კრისტალმა“ 25 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე წარადგინა.
ჩატარებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 120-ზე მეტ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ბანკთან შედარებით, „კრისტალს“, მომხმარებლების უფლებების დაცვის კუთხით უმაღლესი შეფასება აქვს.
შედეგების მიხედვით, „კრისტალთან“ თანამშრომლობის შემდეგ, მომხმარებლების ფინანსური შესაძლებლობები გაუმჯობესდა: გამოკითხულთა 86%-ისთვის ცხოვრების ხარისხი ამაღლდა, ხოლო ბიზნესმომხმარებლების 70%-ს კი ბიზნესმოგება გაეზარდა.
აღსანიშნავია, რომ კვლევისას კომპანიამ მომხმარებლების თვითაღქმაზე „კრისტალის“ სესხების გავლენაც შეისწავლა. გამოიკვეთა, რომ ამ კუთხითაც მათთვის კომპანიის საკრედიტო პროდუქტები მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებების მომტანია: მომხმარებელიი მეტად თვითდაჯერებული გახდა, ფინანსურ გადაწყვეტილებებს უფრო მარტივად იღებს და ამასთან, გაუუმჯობესდა დასახული მიზნის მიღწევის შესაძლებლობა.
სოციალური გავლენის კვლევის შედეგები მომხმარებლების „კრისტალთან“ ურთიერთობის პოზიტიურ გამოცდილებასაც უსვამს ხაზს: მათი 96%-ისთვის კომპანიის გადასახადები მარტივად გასაგებია, 99% გადასახადებთან დაკავშირებით სრულად ინფორმირებულია, 94%-ს კი მომსახურებასთან დაკავშირებით სირთულე არასდროს შექმნია.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ შეისწავლა ის გავლენაც, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოებზე „კრისტალის“ მიერ ბიზნeსკონსალტინგისა და მენტორინგის შეთავაზებამ იქონია. კვლევის მიხედვით, კრისტალის მიერ დამენტორებული რესპონდენტების 92% საკუთარ ბიზნესში გაუმჯობესებას ამჩნევს. ასევე, ბიზნესკონსალტინგისა და მენტორინგის შეთავაზების შემდეგ, რესპონდენტების 61%-ს ბიზნეს შემოსავლები მნიშვნელოვნად გაეზარდა.
„ვცდილობთ, ვიყოთ გამორჩეულები ყველა სფეროში, დავრჩეთ გამჭვირვალე, კომერციულად მომგებიან და ინვესტორებისთვის მიმზიდველ ორგანიზაციად, კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტებით, რომელსაც ადამიანებისა და მათი ოჯახებისთვის, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდით პოზიტიური ცვლილებები მოაქვს. ამ მიზნით, კვლავაც ვაგრძელებთ იძულებით გადაადგილებული პირების დაფინანსებას და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პროდუქტებით სარგებლობა უკრაინელ ლტოლვილებსაც შეუძლიათ. გვაქვს აფხაზეთში ახალგაზრდა მეწარმეების დაფინანსების მცირე გამოცდილება და ამ მიმართულებებით საქმიანობას კვლავაც გავაგრძელებთ“, – აღნიშნა „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ.
„კრისტალი“ სოციალური გავლენის კვლევას ყოველწლიურად ატარებს. გამოვლენილი შედეგები კი კომპანიის სამომავლო სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე აისახება.
2023 წელს რაოდენობრივი კვლევის ნაწილი კომპანია „60_დეციბელთან (60_Decibels)“თანამშრომლობით განხორციელდა, ხოლო თვისებრივი ნაწილი, სიღრმისეული ინტერვიუებით და ფოკუს ჯგუფებით, კრისტალის შიდა რესურსით ჩატარდა.
კვლევის შედეგები იხ. ვრცლად