აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარაა – აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ჰიქმეთ ჰაჯიევი, სოციალურ ქსელში წერს, რომ აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარაა.
“სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მიწების 30-წლიანი ოკუპაციის დროს, როდესაც მილიონობით აზერბაიჯანელი იყო სისხლიანი ეთნიკური წმენდის ქვეშ, შეერთებული შტატები იდგა აგრესორი სომხეთის გვერდით. დღესაც, იგივე პოლიტიკა გრძელდება – იმავე ფორმითა და გამოვლინებით. Aurora Prize-ის ქოლგის ქვეშ, სამანტა პაუერი, შეეკრა ამ ფონდის დამფუძნებელს, ცნობილ ოლიგარქსა და ფულის გამთეთრებელს, რუბენ ვარნს, რომელიც ასევე აფინანსებდა სეპარატიზმს ში. საინტერესოა, რომ 2019 წელს, ევროპარლამენტის წევრებმა მოითხოვეს Troyka Dialogue Banker(s)-ის დამფუძნებლის – რუბენ ვარდანიანის სანქცირება, ფულის გათეთრების სქემების გამო. რუბენ ვარდანიანი ასევე გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალებას შეერთებული შტატების მხარდაჭერილი სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. აზერბაიჯანოფობია, თურქოფობია, პოლიტიკური კორუფცია და პოლიტიკური სპეკულაციები ე.წ. Aurora Prize-ის ფარგლებში – ალბათ, ეს ყველაფერი რუბენ ვარდანიანისა და სამანტა პაუერის საერთო ღირებულებები და ინტერესები იყო. ნიღბები მოხსნილია! აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარაა“, – აცხადებს ჰაჯიევი.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს