ხატია დეკანოიძე – ირაკლი კობახიძეს არაფერი აქვს სათქმელი პარტნიორებისთვის – ვფიქრობ, შოლცს ექნება ძალიან მკვეთრი გაფრთხილება და გზავნილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ

ირაკლი ს არაფერი აქვს სათქმელი საქართველოს პარტნიორების მიმართ – ვფიქრობ, შოლცს ექნება ძალიან მკვეთრი გაფრთხილება და გზავნილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ, – ამის შესახებ ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გერმანიის კანცლერის გზავნილი იქნება ის, რასაც საჯაროდაც ვისმენთ.
„ვფიქრობ და ამის ინდიკატორია ნებისმიერი განცხადება, რომელსაც ჩვენი პარტნიორებისგან ვისმენთ, რომ შოლცს ექნება ძალიან მკვეთრი გაფრთხილება და გზავნილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ. კერძოდ, ეს გზავნილი იქნება იგივე, რომელსაც საჯაროდ ვისმენთ. ასევე, რამდენიმე დღის წინ უსაფრთხოებისა და პოლიტიკური საბჭოზე, ევროკავშირის ელჩების გადაწყვეტილება იყო (რომელიც ჩვენ გაგვანდეს, როგორც საპარლამენტო ოპოზიციას), რომ თუ ამ კანონმდებლობას დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, ევროინტეგრაცია ძალიან შენელდება და უფრო მეტიც, შესაძლოა ეს ფანჯარა საბოლოოდ დაიხუროს. ვფიქრობ, კობახიძეს არაფერი აქვს სათქმელი საქართველოს პარტნიორების მიმართ, ვინაიდან გადაწყვეტილებები და განცხადებები, რაც გვესმის, მათ შორის პერსონალურ პასუხისმგებლობაზე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც საქართველოს აცილებს ევროკავშირს, ძალიან არგუმენტირებულია”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
12 აპრილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალური კანცლერი უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი