რიკოთის ყველაზე გრძელი – 1800 მ-იანი გვირაბი გაიჭრა

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებული გვირაბის პარალელურად ახალი გვირაბი გაიჭრა. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გაჭრილი ახალი გვირაბის სიგრძე 1800 მეტრია და დღეის მდგომარეობით, ყველაზე გრძელი გვირაბია ქვეყანაში.
ამავე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთო ახალ, 2.4 კმ-იან გზაზე. ძველ საგზაო მონაკვეთზე კი, გაგრძელდება პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები.
ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს 33 ფერდზეც. ასევე, დაწყებულია სატენდერო პროცედურები 149-ე კმ-ზე, მიმდინარე წლის დასაწყისში, მონიტორგინის შედეგად გამოვლენილი პოტენციური მეწყრული უბნის სტაბილიზაციის სამუშაოების ჩასატარებლად.
ამ დროისათვის, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 50 გვირაბი და 97 ხიდიდან უკვე აშენებულია 83 ხიდი. აქედან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იან მონაკვეთზე სოფელ ხევიდან და დაბა შორაპნამდე, რომელმაც რიკოთზე გადაადგილების
მანძილი 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით უკვე შეამცირა.
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60) განვითარება განაპირობებს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობის სამჯერ გაზრდას, საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების უზრუნველყოფას და შესაბამისად, საქართველოს სატრანსპორტო შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფას.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს