გასულ წელს წარმოებულია 223.4 ათასი ტონა ყურძენი და 71.8 ათასი ტონა ციტრუსი

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9 პროცენტით ჩამორჩება. საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და შეადგინა 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.
ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის – 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის – 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების – 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის – 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.
წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში წარმოებულია 61.1 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 32.0 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია ასევე 59.3 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით 16.8 პროცენტით ნაკლებია), 45.9 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (5.0 პროცენტით მეტია), 18.3 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (2.8 პროცენტით მეტია), 71.8 ათასი ტონა ციტრუსი (35.2 პროცენტით მეტია).
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს წარმოებულია 223.4 ათასი ტონა ყურძენი, რაც 22.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.