აშშ ისრაელში მყოფ თანამშრომლებს გადაადგილებას უზღუდავს

შეერთებული შტატების ხელისუფლება ისრაელში მყოფ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს გადაადგილებას უზღუდავს.
Reuters-ის ინფორმაციით, ირანის მხრიდან არსებული საფრთხის გამო, -ის საელჩომ თანამშრომლებს მოუწოდა, თელ-ავივის, იერუსალიმისა და ბეერ-შევას ტერიტორიები არ დატოვონ.
„სიფრთხილის გამო, აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებს და მათ ოჯახის წევრებს ეკრძალებათ პირადი მიზნით მოგზაურობა დიდი თელ-ავივის, იერუსალიმისა და ბეერ-შევას ტერიტორიების გარეთ შემდგომ გაფრთხილებამდე“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ირანი იმუქრება, რომ 1-ელ აპრილს დამასკოში, მისი საელჩოს შენობაზე განხორციელებული ავიაიერიშის გამო, ს მიმართ საპასუხო ზომებს განახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ