სამეგრელოში, 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით მე-11 კლასელი ბიჭი დააკავეს

სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, მე-11 კლასელი ბიჭი 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი ბიჭი გოგონას ჩვენების საფუძველზე აიყვანეს.

არსებული ცნობით, ორივე არასრულწლოვანი პოლიციაში მშობლების თანდასწრებით გამოიკითხა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” -ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც ცნობილია, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.