ევროპა ლიგა. 1/4-ფინალი: შოკირებული “ენფილდი”, “ბაიერის” მორიგი გამარჯვება და “რომას” მიერ ძლეული “მილანი”

ევროპა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა.
სენსაციური შედეგი დაფიქსირდა „ენფილდზე“, სადაც „ატალანტამ“ „ლივერპული“ 3:0 დაამარცხა, რომელმაც თამაში ნახევრად სარეზერვო შემადგენლობით დაიწყო. სკამაკამ დუბლი შეასრულა. ამით შეწყდა საკუთარ მოედანზე კლოპის გუნდის 33-მატჩიანი წაუგებელი სერია – 28 მოგება და 5 ფრე.
„ბაიერმა“ ლევერკუზენში 2:0 სძლია „ვესტ ჰემს“. ლევერკუზენულმა გუნდმა ბოლო 42 შეხვედრაში 37 გამარჯვება მოიპოვა და 5-ჯერ ფრეს დასჯერდა – უკანასკნელად მაისში წააგო.
„რომამ“ სტუმრად 1:0 მოუგო „მილანს“. რომაულმა გუნდმა მოურინიოს გადაყენების შემდეგ 16 მატჩიდან 10 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 2
წააგო.
„ბენფიკამ“ ლისაბონში 2:1 დაამარცხა „მარსელი“. ობამეიანგის გოლმა ფრანგულ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაუტოვა.
ლივერპული – ატალანტა 0:3
გოლები: 0:1 სკამაკა (38), 0:2 სკამაკა (60), 0:3 პაშალიჩი (80)
ბაიერი – ვესტ ჰემი 2:0
გოლები: 1:0 ჰოფმანი (83), 2:0 ბონიფასე (90+1)
მილანი – რომა 0:1
გოლი: მანჩინი (17)
ბენფიკა – მარსელი 2:1
გოლები: 1:0 რაფა (16), 2:0 დი მარია (52), 2:1 ობამეიანგი (67)
აგრეთვე კონფერენს ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა.
ოლიმპიაკოსი – ფენერბაჰჩე 3:2
პლზენი – ფიორენტინა 0:0
ბრიუგე – პაოკი 1:0
ასტონ ვილა – ლილი 2:1
საპასუხო შეხვედრები 18 აპრილს ჩატარდება.