საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩართულია სერიოზული ძალები – გიგლა ბარამიძე

ევროპული ინსტიტუცია დგას გამჭვირვალობაზე, ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი და ამას ეწინააღმდეგება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია – საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება ევროპული გზა არ არის?!, – ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩართულია სერიოზული ძალები, რომელთა ინტერესია არასამთავრობო ორგანიზაციების ფონზე ჩამოაყალიბონ რეზიდენტულ აგენტურული სისტემა იმისთვის, რომ ქვეყნის ინსტიტუტები მართონ ისე, როგორც მათ სურთ, მიაღებინონ ისეთი კანონი, როგორიც მათ სურთ.
ევროპული ინსტიტუცია დგას გამჭვირვალობაზე, ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი და სწორედ ამას ეწინააღმდეგება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. ამბობენ, რომ არიან სამოქალაქო საზოგადოება – თუ სამოქალაქო საზოგადოება ხარ, თქვენ ანგარიშვალდებული ხართ მოქალაქეებისადმი და თქვენ მათ ყველაფერს უმალავთ – რატომ? იმიტომ რომ დასამალი ძალიან ბევრია. არის მილიონები, არის გახარჯული მილიონები, არის გაკეთებული საქმეები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით და რაც ვიცით, იმაზე ბევრი შეკითხვაა. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ კონკრეტიკას გაექცნენ. საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება ევროპული გზა არ არის?!“, – აღნიშნა გიგლა ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს