ვიოლა ფონ კრამონი: თუ ამ კანონს მიიღებენ, [საქართველოს] ევროპული პერსპექტივა აღარ იარსებებს

გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ თუ “ქართული ოცნება” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” რუსული სტილის კანონს მიიღებს, საქართველოსთვის არანაირი ევროპული პერსპექტივა აღარ იარსებებს. ამის შესახებ კრამონმა სოციალურ ქსელ x-ზე დაწერა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პავლე ჰერჩინსკის კომენტარის შეფასებისას.
ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, თუ საქართველო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ხელისუფლების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს დაამტკიცებს, წინააღმდეგობაში მოვა ევროპულ ღირებულებებთან და ნორმებთან, რის გამოც ევროკომისიისთვის რთული იქნება, წლის ბოლოსკენ დადებითად შეაფასოს მის მიერ გადგმული ნაბიჯები, რაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აუცილებელი პირობაა.
‘ან უკეთ თუ ვიტყვით; შეუძლებელი იქნება პოზიტიური შეფასების გაკეთება. თუ ეს კანონი გავა, აღარანაირი ევროპული პერსპექტივა აღარ იარსებებს. სრული შეჩერება', – დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ევროკომისია გაფართოების ანგარიშში შეაფასებს, როგორ ასრულებს საქართველოს ევროკავშირის რეკომენდაციებს, რის შემდეგაც დაწერს დადებით ან უარყოფით დასკვნას. ამის საფუძველზე ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაიყვანოს თუ არა საქართველო გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე, რასაც მოლაპარაკებების გახსნა ჰქვია.
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
„ქართული ოცნება“ კანონს ამერიკული FARA-ს ანალოგად ასახელებს. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, -ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაიას მეუღლე: მოწოდება არც საჯარო იყო, რადგან დახურულ სხდომაზე იყო გაკეთებული და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის სახელმწიფო და კონსტიტუცია. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ

ნიკოლ ფაშინიანი – გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს – ამ მძიმე დანაკლისისას მათ ძალასა და გამძლეობას ვუსურვებ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი