ოთხი ადამიანი დაიღუპა რუსეთის არმიის მიერ ნიკოლაევის დაბომბვის შედეგად

11 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, ს ჯარებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ქალაქ ნიკოლაევზე, რის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ამის შესახებ ნიკოლაევის სამხარეო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა. დაჭრილთა შორის იყო ერთი მცირეწლოვანი გოგონაც, რომელსაც ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.

ერთ-ერთი დაშავებული მამაკაცი მძიმე მდგომარეობაშია. სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების სარდლობის ცნობით, სარაკეტო დარტყმა ნიკოლაევის კერძო სექტორზე განხორციელდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და მანქანები.
რუსეთის მხარეს ნიკოლაევზე თავდასხმის შესახებ კომენტარები არ გაუკეთებია.
დღესვე რუსეთმა ზე მიიტანა მორიგი კომბინირებული შეტევა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ძირითადი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქ ხარკოვის და ოლქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სულ მცირე 10 დარტყმა იყო. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
აფეთქებები იყო ს, ლვოვის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.
გამოცემა Financial Times-ი 9 აპრილს წერდა, რომ რუსეთმა შეცვალა უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევის ტაქტიკა და ელექტროქვესადგურებს მაღალი სიზუსტის რაკეტებით ურტყამს ნაკლებად დაცულ რაიონებში.

ასევე დაგაინტერესებთ