დაგროვებითი პენსიით 8 958 პირმა ისარგებლა

საპენსიო სააგენტოს 31 მარტის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 503 ათასი ადამიანია.
2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 8,958 პირმა.
მათზე პენსიის სახით გაიცა 29,257,490.28 ლარი. საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 4.8 მლრდ ლარს.