მოვითხოვთ ივანიშვილზე საერთაშორისო დაპატიმრების სანქციის გაცემას – ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ს წინააღმდეგ საერთაშორისო დაპატიმრების სანქციის გაცემას ითხოვს და ამბობს:
განვლილმა დღეებმა, როდესაც ოლიგარქმა კიდევ ერთხელ შემოატრიალა რუსული კანონი, შესანიშნავად დაადასტურა ჩვენი წინაპრების სიბრძნე იმის თაობაზე, რომ არ განემართების კუდძაღლისა და არცსა კირჩხიბი მართლად ვალს. ივანიშვილი აპირებს მეოთხედ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია გაყალბებისა და სახელმწიფო გადატრიალების გზით, რის შემდეგაც მიჰყიდოს საქართველო მოსკოვს. ამ სიტუაციაში საჭიროა მთელი ეროვნული ენერგიის გაერთიანება, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობიდან აუცილებელია არა თერაპიული, არამედ ქირურგიული ჩარევა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორ იქნა დაპატიმრებული საკუთარ სასახლეში პანამის დიქტატორი, რომელმაც შემდგომ ციხეში დაამთავრა თავისი ცხოვრება. იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა ქართული სახელმწიფოს შესყიდვა, მძევლად აიყვანა ჩვენი ხალხი, გადაიქცა რეგიონში მთავარ ნარკობარიგად, იარაღის კონტრაბანდისტად, ბიტკოინებით შავი რუსული ოლიგარქიული ფულის გამათეთრებლად, სწორედ იმის გამო, რომ იგი პუტინის მოკავშირეა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში. ბიძინა ივანიშვილზე მოვითხოვთ საერთაშორისო დაპატიმრების სანქციის გაცემას და საერთაშორისო პოლიციური ოპერაციის ჩატარებას, რათა იგი წარდგენილი იქნას საერთაშორისო ტრიბუნალზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის