ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე – კომისიის მუშაობა რომ 15 აპრილისთვის გადაგვედო, ვადის დარღვევის წინაშე ვდგებოდით – შესაძლოა, პროცედურა დაუსრულებლად გაწელილიყო

კითხვა ეხებოდა იმ კანონის მიღება-არმიღების საკითხს, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ამ პროცესთან – თხოვნა იყო, რომ [კომისია] გადაგვედო 15 აპრილისთვის, რაზეც არანაირი წინააღმდეგობა ამ ნაწილში არ ყოფილა გარდა იმ დროისა, როცა ვადის დარღვევის წინაშე ვდგებოდით, – ამის შესახებ ს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად გაბისონიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გაბისონიას განმარტებით, ეს პროცედურა შესაძლოა დაუსრულებლად გაწელილიყო, რაზეც კომისიას უფლებამოსილება დაერღვეოდა, შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებული იქნებოდა, რომ ახალი კომისია დაეკომპლექტებინა, ამით კი, დაუსრულებელ პროცედურამდე მივიდოდნენ.
„კითხვა ეხებოდა იმ კანონის მიღება-არმიღების საკითხს, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ამ პროცესთან. მოგეხსენებათ, რომ ცესკოსთან დაკავშირებული საკითხები ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპულ გზაზე. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სულ შვიდი დღე აქვს, რომ იმსჯელოს და შესაბამისი კანდიდატურები წარუდგინოს პარლამენტის თავმჯდომარეს. თხოვნა იყო, რომ [კომისია] გადაგვედო 15 აპრილისთვის, რაზეც არანაირი წინააღმდეგობა ამ ნაწილში არ ყოფილა გარდა იმ დროისა, როცა ვადის დარღვევის წინაშე ვდგებოდით. ჩვენ წევრებს ვთხოვეთ, დაეზუსტებინათ 15 აპრილს რა მოხდებოდა. ანუ შესაძლებელი იყო თუ არა, რომ 15 აპრილს პროცედურებში ჩავრთულიყავი და დაგვეწყო ინტერვიუირება. მათივე ინტერესიდან გამომდინარე თავად თქვეს, რომ ამ ნაწილში თავადაც სამართლიანად მიიჩნევდნენ, რომ პროცესი არ გაგვეჩერებინა და დღეს დაგვეწყო გასაუბრება და თუ საშუალება მოგვეცემოდა დაგვესრულებინა. გუშინ პრეზიდენტის წარმომადგენელს გარდა სოლიდარობის გამოცხადებისა არ უთქვამს, რომ აჩერებდა უფლებამოსილებას. განაცხადა, რომ დროში იყო დაკავებული და დღეს სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა. გუშინ საღამოს შეგვატყობინა, რომ გადაწყვეტილება შეცვალა და დღეს დაესწრებოდა. და როგორც კი გავხსენით ტექნიკური კომისიის სხდომა, მან განაცხადა, რომ ის სოლიდარობას უცხადებდა ორ პირს და აჩერებდა პროცესს, რადგან კარგი იქნებოდა თუ 15 აპრილისთვის გადაიწევდა. კომისიის დანარჩენმა წევრებმა ვიმსჯელეთ, რადგან ჩვენი უფლებამოსილება, კომპეტენცია და და ვადები ძალიან შეზღუდულია. შესაბამისად, 7 დღიანი ვადა შესაძლებლობას არ გვაძლევდა, რომ კიდევ უფრო მეტად გადავწიოთ. გუშინდელი ჩვენი მთავარი კითხვა ეხებოდა თუ რა რიცხვი იყო 15, მათ გვითხრეს, რომ 15-ში კანონმდებლობით დაიწყება კანონის განხილვა. აქედან გამომდინარე გამოდიოდა, რომ ეს პროცედურა შესაძლოა დაუსრულებლად გაიწელოს, რაზეც უფლებამოსილება დაგვერღვეოდა. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებული იქნებოდა, რომ ახალი კომისია დაეკომპლექტებინა და შევიდოდით დაუსრულებელ პროცედურაზე, რაზე პრინციპულად უარი ვთქვით არამარტო აკადემიურ სექტორში შესულმა წევრებმა, არამედ არასამთავრობო სექტორის ნაწილმაც”, – აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.
ცნობისთვის, პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, პირველად იმართება საკონკურსო კომისიის მოსმენა, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების კანდიდატურები უნდა შეარჩიოს და ასარჩევად პარლამენტს წარუდგინოს. ცესკოს ფორმირების მიზნით კონკურსი ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა – ეს არის ცესკოს თავმჯდომარის ვაკანსია, რომელზეც განაცხადი მხოლოდ გიორგი კალანდარიშვილმა წარადგინა. ასევე, ასარჩევია ცესკოს სამი ე.წ. პროფესიული წევრი – აღნიშნულ ვაკანსიაზე პარლამენტში განაცხადა ოთხმა პირმა: ლუხუმ ბურჯალიანმა, მაია ზარიძემ, გიორგი შარაბიძემ და გია ცაცაშვილმა წარადგინეს. ინფორმაციისთვის, ცესკოს კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ლევან შენგელიამ თავისი მონაწილეობა შეაჩერა.