საქართველოს ეკონომიკა წელს 5%-ით გაიზრდება, 2025-ში კი 5.5%-ით – ADB

აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5%-ით გაიზრდება, ხოლო 2025 წელს მეტი ზრდაა მოსალოდნელი – 5.5%.
ADB-ის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს მშპ-ს ზრდა ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდის ფონზე მოხდება. მათივე პროგნოზით, 2024 წელს ინფლაცია 3.5%-მდე გაიზრდება, ხოლო 2025 წელს 4%-მდე, სამომხმარებლო ფასების მცირედი ზრდის ფონზე.
აზიის განვითარების პროგნოზის მიხედვით, იმპორტი შედარებით დაბალი ტემპით გაიზრდება და 2024 წელს ზრდა 6.1%-ს შეადგენს, შიდა ზრდის შენელებისა და ავტომობილების შემცირებული რეექსპორტის ხარჯზე, ხოლო 2025 წელს 11.1%-მდე გაიზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ