მსოფლიო ბანკმა ცენტრალური აზიის და ევროპის რეგიონის ეკონომიკური პროგნოზი განაახლა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. ახალი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა წელს 5.2%-ის ნაცვლად 7.5%-ით გაიზრდება – ეს 2024 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ზრდის მოლოდინის გადახედვის უკვე მეორე შემთხვევაა, რადგანაც 12 ივნისს WB-იმ ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.2%-მდე გაზარდა, ახლა კი მსოფლიო ბანკმა კიდევ უფრო მეტად 7.5%-მდე გაზარდა წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის.
რეგიონის ქვეყნებისთვის მსოფლიო ბანკის პროგნოზი 2024 წლის ზრდასთან დაკავშირებით ასე ნაწილდება (შედარებულია 2024 წლის ივნისის პროგნოზს):
საქართველო – 7.5%-იანი ზრდა, პროგნოზი გაუმჯობესდა 2.3პპ-ით;
სომხეთი – 5.5%-იანი ზრდა, პროგნოზი გაუმჯობესდა 0.0პპ-ით;
აზერბაიჯანი – 3.2%-იანი ზრდა, პროგნოზი გაუარესდა 0.9პპ-ით.
თურქეთი – 3.2%-იანი ზრდა, პროგნოზი გაუმჯობესდა 0.2პპ-ით;
უკრაინა – 3.2%-იანი ზრდა, პროგნოზი უცვლელია.
რუსეთის ფედერაცია – 3.2%-იანი ზრდა, პროგნოზი გაუმჯობესდა 0.3პპ-ით.