თამარ ჩერგოლეიშვილის თანახმად, ოპოზიცია ქართველ ადამიანს „პოსტ საბჭოთა, ზარმაც, მოძალადე ჩლუნგად ხედავს” და მისი საყრდენი – უსამშობლო არაქართველია

თამარ ჩერგოლეიშვილის თანახმად, ოპოზიცია ქართველ ადამიანს „პოსტ საბჭოთა, ზარმაც, მოძალადე ჩლუნგად ხედავს” და მისი საყრდენი – უსამშობლო არაქართველია
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრ ს ფეისბუქ პოსტებს ეხმაურება. როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მართალია, ბოლო პარტიულ რეიტინგებში არც თამარ ჩერგოლეიშვილი და არც არ იძებნება, მაგრამ, ჩერგოლეიშვილს მაინც სჯერა, რომ მათი პარტიის რეიტინგი იზრდება.
„დიდ მარხვაში, საკუთარ ცოდვილ ბუნებაში თავმოყვარეობის დამდაბლების ფარგლებში, ხანდახან თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ პოსტებსაც ვკითხულობ, მიუხედავად იმისა, რომ წლებია დაბლოკილი ვყავარ. მისი ბოლო პუბლიკაციიდან ჩვენ ვიგებთ, რომ: ოცნების სარეიტინგო ლიდერობას ცნობს, უბრალოდ, პროცენტი გაბერილი ეჩვენება; ოპოზიციას „აჟიტირებული ბაბლის საზარელ რეალობას” უწოდებს; ოპოზიცია ქართველ ადამიანს „პოსტ საბჭოთა, ზარმაც, მოძალადე ჩლუნგად ხედავს” და მისი საყრდენი – უსამშობლო არაქართველია; სანამ ოპოზიცია ვერ მიხვდება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქართველებს აღარ უნდათ „ბელადი” და უმცირესობების უფლებები არ ილახება – ეს „რეჟიმი” დარჩება; „რეჟიმს” დავამარცხებთო მხოლოდ მე და გიგა, თუმცა არ ვიცი – მოვასწრებთ ამას 7 თვეში თუ არაო… მართალია, ბოლო პარტიულ რეიტინგებში არც თამარი და არც გიგა არ იძებნება, მაგრამ, ჩერგოლეიშვილის მიხედვით, მათი „ზრდა ქართველ ამომრჩეველზე წარმოდგენას ააყირავებს და მეტს დაარწმუნებს, რომ ქართველი ევროპელია და პოლიტიკის ხარისხსაც ევროპულს გახდის, იქამდე უდაბნოში ვიჩანჩალებთ და საფრთხის ქვეშ ვიქნებით…“, – წერს დავით ქართველიშვილი.