ოპოზიცია იყენებს საკუთარ ელექტორატს გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ – სპორტსმენი, მეცნიერი თუ ხელოვანი, ვინც განცხადებას აკეთებს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველია და აქ გასაკვირი არაფერია

ოპოზიცია იყენებს საკუთარ ელექტორატს გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ – სპორტსმენი, მეცნიერი თუ ხელოვანი, ვინც განცხადებას აკეთებს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველია და აქ გასაკვირი არაფერია
„ქართულ ოცნებას“, დაახლოებით, მილიონ ორასი ათასი ამომრჩეველი ჰყავს და არავის კითხვა არ უჩნდება იმაზე, თუ რატომ არის საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოსთვის, რადგან სწორად აფასებენ მოვლენებს, განსხვავებით – ოპოზიციის ამომრჩევლისგან“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე წერს.
თამარ ჩიბურდანიძის თქმით, ძალიან ბუნებრივად მიდის წინასაარჩევნო პროცესი – ოპოზიცია მაქსიმალურად იყენებს თავის ამომრჩეველს, მაგრამ არჩევნებში მიიღებენ იმდენივე ხმებს, რაც წინა არჩევნებზე, ანუ – დამაჯერებლად დამარცხდებიან.
„მთლიან ოპოზიციას, ყველას ერთად, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ჰყავს და ბუნებრივია, ისინი ცდილობენ სიტუაცია დაძაბონ ღია განცხადებებით ოპოზიციის სასარგებლოდ. მე ის მიკვირს, ასე ცოტა რატომ აკეთებს ღია განცხადებებს კანონის წინააღმდეგ, ნუთუ მეტი ვერ დაითანხმეს?
ოპოზიცია იყენებს საკუთარ ელექტორატს გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. სპორტსმენი, მეცნიერი თუ ხელოვანი, ვინც განცხადებას აკეთებს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველია და აქ გასაკვირი არაფერია.
თუკი შარშან ამ კანონის წინააღმდეგ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც გამოდიოდნენ, წელს ოპოზიცია მარტო დარჩა, მხოლოდ თავის ამომრჩეველთან ერთად. არავისთვის სიახლე არ არის, რომ არველაძეც, სუხიშვილიც, ნინო ქათამაძეც და მით უმეტეს, გიული ალასანიას უნივერსიტეტების პროფესორები, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლები არიან. პირველად ხომ არ გვინახავს მათ მხარეს? ამიტომ, ძალიან ბუნებრივად მიდის წინასაარჩევნო პროცესი – ოპოზიცია მაქსიმალურად იყენებს თავის ამომრჩეველს, მაგრამ არჩევნებში მიიღებენ იმდენივე ხმებს, რაც წინა არჩევნებზე, ანუ – დამაჯერებლად დამარცხდებიან“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
Previous: გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს სჭირდება როგორც ჯავშანი, რომ გართულებული მსოფლიო პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი არ გახდეს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული