რუსეთის დარტყმამ კიევთან მდებარე ტრიპოლსკის თბოელექტროსადგური სრულად გაანადგურა

რუსეთის იერიშის შედეგად, ს ოლქის უდიდესი თბოელექტროსადგური ტრიპოლსკი, რომელიც დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული, სრულად განადგურდა.
ამის შესახებ უკრაინული სააქციო საზოგადოება ცენტრენერგოს დამკვირვებელი საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეი გოტამ Интерфакс-Украина-სთვის მიცემულ კომენტარში ისაუბრა. მისი თქმით, სადგურის ყველა თანამშრომელი გადარჩა. იერიშის შედეგად გაჩნდა ხანძარი.
ჯამში, გასული ღამის დარტყმების შედეგად რუსეთმა დააზიანა კომპანია უკრენერგოს ობიექტები ხუთ ოლქში: კიევის, ხარკოვის, ლვოვის, ზაპოროჟიესა და ოდესის ოლქებში.
გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი მასირებული იერიშები მიიტანა. უკრაინელებმა 82 სამიზნიდან 57-ის ჩამოგდება შეძლეს. თასვდასხმისთვის რუსეთმა გამოიყენა ფრთოსანი რაკტები, ჰიპერბგერითი რაკეტები, საზენიტო რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები.