ჩინური ელექტრომობილების ექსპორტის ბუმმა სატვირთო გემებზე მოთხოვნა რეკორდულად გაზარდა

ელექტრომობილების ექსპორტის ბუმის ფონზე ჩინეთში ავტომობილების გადასაზიდად რეკორდული რაოდენობის გემების შეკვეთა ხდება, რითაც შესაძლოა ჩინეთის ფლოტი 2028 წლისთვის მსოფლიოში სიდიდით მეოთხე გახდეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გადაზიდვის საკონსულტაციო კომპანიის Veson Nautical-ის თანახმად, ჩინეთს აქვს მსოფლიოში მერვე უდიდესი ფლოტი 33 ავტოგადამზიდი გემით.
ამ მხრივ მსოფლიოში ყველაზე დიდია იაპონიის ფლოტი 283 გემით, შემდეგ მოდის ნორვეგია (102 გემი), სამხრეთ კორეა (72) და კუნძული მენი (61).
ამავდროულად, ჩინურ კომპანიებს აქვთ 47 შეკვეთა, რაც მსოფლიოს ყველა შეკვეთის მეოთხედს შეადგენს. მყიდველებს შორის არიან SAIC Motor, Chery Automobile და ელექტრო გიგანტი BYD, ასევე გადამზიდავები, როგორიცაა COSCO და China Merchants ჩინეთის ავტომწარმოებლების სახელით.
“როგორც კი ეს არმადა ჩინეთს გადაეცემა, ჩინეთის მიერ კონტროლირებადი სატრანსპორტო ფლოტი ამჟამინდელი 2.4%-დან 8.7%-მდე გაიზრდება. ჩვენ ველით, რომ ახალი სავაჭრო მარშრუტები შეიქმნება ექსკლუზიურად ჩინური ავტომწარმობლებისთვის”, – აცხადებს Veson-ის ანალიტიკოსი ანდრეა დე ლუკა.