კონკურენციის სააგენტომ ყველაზე მეტი ჯარიმა ფარმაკომპანიებს დააკისრა – 2023 წლის ანგარიში

2023 წელს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოკვლევის მიმართულებით კომპანიებს ჯამში 58 419 983 ლარის ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ სააგენტოს წლიურ ანგარიშშია აღნიშნული. ამ თანხიდან უდიდესი ნაწილი (53 მლნ ლარი) ფარმაცევტულ კომპანიებზე მოდის.
კერძოდ, გასულ წელს, სააგენტომ 8 მოკვლევის საქმე დახურა, საიდანაც გამორჩეული იყო 3 შეთანხმებული ქმედების თემა – საწვავის, ფარმაციის და ონლაინ ბილეთების ბაზარზე. საგულისხმოა, რომ სამივე შემთხვევაში კომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
ᲤᲐᲠᲛᲐᲪᲔᲕᲢᲣᲚᲘ ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲡᲐᲥᲛᲔ
სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. მოკვლევით დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში, ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კომპანიებს შეთანხმებულ ფასები ჰქონდათ.
კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმით დარღვევისთვის, სააგენტომ კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დააკისრა:
· ავერსი: 14 402 425 ლარი;
· გეფა: 20 349 336 ლარი;
· პსპ: 17 094 872 ლარი;
· მერმისი: 951 301 ლარი.
კომპანიები გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრეს.
ᲙᲘᲜᲝᲗᲔᲐᲢᲠᲘᲡ ᲑᲘᲚᲔᲗᲔᲑᲘᲡ ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲠᲔᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲥᲛᲔ
სააგენტომ კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება გამოავლინა. საქმის ფარგლებში როგორც მომჩივან, ისე მოპასუხე მხარეებს – 3 კომპანიას, ჯამურად, 1.6 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა დაეკისრათ:

ასევე დაგაინტერესებთ