საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს ხვდება.
შეხვედრას ასევე ესწრება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე.
შეხვედრა პარლამენტში ამ წუთებში იმართება და ის მედიისთვის დახურულია.