ირანის მხრიდან საფრთხეების შემთხვევაში, აშშ ისრაელის გვერდით დადგება – ბლინკენი

შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს მიაჩნიათ, რომ ირანის ან მისი მარიონეტების მიერ ს სამხედრო და სამთავრობო ობიექტებზე სარაკეტო ან დრონებით დარტყმები გარდაუვალია, – ინფორმაციას Bloomberg-ი ამერიკისა და ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი თქმით, პოტენციური თავდასხმა, ზუსტი მართვადი რაკეტების გამოყენებით, შეიძლება, უახლოეს დღეებში განხორციელდეს.
სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, რომ ამერიკის და ისრაელის დაზვერვის შეფასებებიდან გამომდინარე, საქმე უფრო ეხება იმას, თუ როდის მოხდება თავდასხმა, ვიდრე იმას, მოხდება თუ არა ეს თავდასხმა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ისრაელის ოფიციალური პირები ეთანხმებიან მოკავშირეების მოსაზრებებს და საჯაროდ დაემუქრნენ ირანს, რომ თუ ის ისრაელის ტერიტორიას დაარტყამს, ირანზე საპასუხო დარტყმას განახორციელებენ.
ირანის მხრიდან საფრთხეების შემთხვევაში, ისრაელის გვერდით დადგება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
„ბლინკენი მიესალმა ისრაელის ბოლოდროინდელ განცხადებებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის ხელშესაწყობად და ჰუმანიტარული კონფლიქტისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად და გაიმეორა, რომ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა თავდასხმა „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ თანამშრომლებზე, არასდროს არ უნდა განმეორდეს“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.