“საქართველოს გზა ევროკავშირისკენ” – საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ერთობლივი კონფერენცია მიმდინარეობს, ამ წუთებში, თბილისში. განხილვის მთავარი თემა ევროკომისიის 9 დათქმის საქართველოს მიერ შესრულებაა.
“ჩვენ განვიხილავთ ჭარბი გავლენის თავიდან აცილების შესახებ გეგმას. სამოქმედო გეგმა არის 60 გვერდამდე და არის სულ 7 მიმართულება. აღწერილია და დადგენილია ვადები სხვადასხვა მიმართულებით.
ეს პროექტი ევროკომისიასთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად ჩამოყალიბდა. ორი საკითხია განსაკუთრებით გასათვალისწინებელი. ერთი – ზედა ჭერი საერთო ხარჯისა პარტიის მხრიდან და მეორე – იურიდიული პირების მხრიდან დაფინანსების საკითხი.
რამდენჯერმე, ხაზი გაესვა, რომ პერსონიფიცირებულ მიდგომებს თავი ავარიდოთ. დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, ევროკავშირი ჩვენგან მსგავს მიდგომას ითხოვს. მოვუწოდებ ყველას, რომ აღარ გაავრცელონ დეზინფორმაცია, რადგან ეს ჩრდილს აყენებს ევროკავშირს,”- აცხადებს პაპაუაშვილი.
