გერმანიის სამრეწველო წარმოება თებერვალში 2,1%-ით გაიზარდა

Destatis-ის მონაცემებით, გერმანიის სამრეწველო წარმოება თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 2.1%-ით გაიზარდა, რაც ერთ წელიწადში ყველაზე მაღალ ზრდას აღნიშნავს.
ეს მაჩვენებელი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ბაზრის პროგნოზი – თვეში 0,6%, იანვრის 1,3%-იანი ზრდის შემდეგ.
გაუმჯობესება განაპირობა სამშენებლო ინდუსტრიის მნიშვნელოვანმა ზრდამ – 7.9%-ით.
ამის საპირისპიროდ, ენერგეტიკულ სექტორში წარმოების 6.5%-ით კლებამ შესამჩნევი უარყოფითი გავლენა მოახდინა მთლიან მაჩვენებელზე.
წლიურ დონეზე, სამრეწველო წარმოება თებერვალში 4.9%-ით დაეცა.