პროკურატურა – 2009 წლის 15 ივნისს, მშვიდობიან აქციაზე შსს-ს თანამშრომლებმა და მათ შორის ლაშა ცანავამ ისინი ალყაში მოაქციეს, რეზინის ხელკეტების და სხვა საშუალებების გამოყენებით ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და არ მისცეს გაქცევის შესაძლებლობა

2009 წლის 15 ივნისს, მშვიდობიან აქციაზე, სადაც დაახლოებით 150 პირი მონაწილეობდა, -ს თანამშრომლებმა და მათ შორის ლაშა ცანავამ აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს, რეზინის ხელკეტების და სხვა საშუალებების გამოყენებით ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და არ მისცეს გაქცევის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით იმ საფუძვლით დააკავეს, თითქოს ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.
„საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების და მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ 2009 წლის 15 ივნისს, თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, სადაც დაახლოებით 150 პირი მონაწილეობდა, წინასწარ მობილიზებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და მათ შორის ლ.ც.-მ, აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს, რეზინის ხელკეტების და სხვა საშუალებების გამოყენებით ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და არ მისცეს გაქცევის შესაძლებლობა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, 2009 წლის 15 ივნისს, თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევის ფაქტზე პროკურატურამ 8 პირის, მათ შორის ლ.ც.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 8 პირის მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის გამოყენებით და 341 მუხლით. ამასთან, საგამოძიებო ორგანო აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და მხილების მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება