ოპოზიცია ღარიბაშვილის ქონებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ-მინისტრ0ს, ს ქონების საკითხზე საგამოძიებო კომიტეტის შექმნას ითხოვენ.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საკითხის ინიციირებისთვის საკმარისი ხელმოწერები უკვე შეგროვებული აქვთ.
„ირაკლი ღარიბაშვილი არის დღევანდელი ხელისუფლების კორუმპირებულობის სიმბოლო, სახე უკანონობის, თვითნებობის და ხალხის თანხების მითვისების. საიდან მოიპოვა ღარიბაშვილმა და მისმა ოჯახმა ამდენი ქონება? ჩვენ მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტში შეიქმნასსაგამოძიებო კომისია ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით. ხელმოწერები შეგროვებული გვაქვს, დავაინიციირებთ და ჯერი არის „ქართულ ოცნებაზე“, რამდენად შეუძლიათ რეალურ პრობლემებს დაუთმონ თავიანთი დრო და საპარლამენტო სივრცე“, — განაცხადა თამარ კორძაიამ.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერ ს თქმით, ოპოზიციას სურს გაიგოს, მართლა მექრთამეები არიან თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრები.
„გამჭვირვალობა, გამჭვირვალობა და მხოლოდ გამჭვირვალობა გვინდა ჩვენ. არასამთავრობო სექტორში ხარჯები არის ზედმიწევნით გამჭვირვალე. გაუმჭვირვალე თუ რამე არის, არის მთავრობა და მთავრობის წევრების შემოსავლები“, — განაცხადა ელისაშვილმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ მმართველი პარტია, რომელიც გამჭვირვალობაზე საუბრობს, „წინანდელივით სასაცილოდ“ არ მოიქცევა და კვორუმს არ ჩააგდებს.
„ქართულმა ოცნებამ“ რეგისტრაცია არ გაიარა და კვორუმი ჩააგდო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უნდა ეყარათ კენჭი. იმავე პროცედურულ ხრიკს „ოცნებამ“ რამდენჯერმე მიმართა სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესახებ საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე.
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევის მიზნით. კომისიის შექმნის საფუძველია:
· ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს;
· ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერა, ხოლო მოწინააღმდეგეთა ხმები გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება. კომისიის შემადგენლობაშიც ოპოზიციის წარმომადგენლობა არ შეიძლება იყოს ნახევარზე ნაკლები.