მდინარაძე ქოჩორაშვილის მამაზე: თუ ეს ადამიანი გახარიას პარტიის წევრია, ვეთანხმები, ნაცმოძრაობაა კი

“ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა და ისეთებს გაიტანს კიდევ აწი, პოლიტიკაში აწი რაც არ უნდა გამაზოს, როგორც ჟარგონულად იტყვიან ხოლმე, მაინც გვეყვარება ყველა ქართველს და მაინც მაგარი კაცი იქნება. […]  რაც შეეხება მამამისს, თუ ეს ადამიანი გახარიას პარტიის წევრია, მეც ვეთანხმები, მაშინ ნაცმოძრაობაა კი. მაგრამ მამა, დედა, ბებია, ბაბუა, სადაც არ უნდა იყოს პარტიაში, კი არა თვითონ, ფეხბურთელიც კი რაღაც წარმოდგენის რომ იყოს პოლიტიკურის, ჩვენთვის მისაღების ან მიუღებლის, ნებისმიერ შემთხვევაში თითოეული მათგანის გულმხურვალე მხარდამჭერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე”, – თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ