ჯეიკ სალივანი – აშშ-ს იმის მტკიცებულება არ აქვს, რომ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას უწევს

აშშ-ს იმის მტკიცებულება არ აქვს, რომ ჩინეთი რუსეთს პირდაპირ სამხედრო დახმარებას უწევს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
„ჩვენ რაიმე სახის მტკიცებულებას ვერ ვხედავთ, რომ ისინი (ჩინეთი) რუსეთს პირდაპირ სამხედრო დახმარებას უწევენ“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
ამავდროულად, ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია იმის გამო, რომ ჩინეთი რუსეთს სამხედრო-სამრეწველო ბაზის გაძლიერებაში ეხმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

თედო აბრამოვის დედა – სისტემის ყველა პატიმარი დროულად გათავისუფლებულიყოს, ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც მე განვიცდი, მალე ჩაეხუტებინოთ თავიანთი შვილები – ვუსურვებ მათ, სიმართლე აღდგეს