კალაძე: რატომ უნდა დაასანქცირონ ჩვენი ქვეყანა? შანტაჟი და მუქარაა

თბილისის მერი რუსული კანონის გამო სანქციებზე საუბარს “შანტაჟსა და მუქარას” უწოდებს და ამტკიცებს, რომ დასანქცირების “არანაირი მიზეზი არ არსებობს”.
“მიჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს დასანქცირებული ჩვენი ქვეყანა? ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს . აბსოლუტურად გაუგებარია, ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, მუქარა. რას უშლის ხელს გამჭვირვალობა? რას უშლის ხელს აღნიშნული კანონი? ამდენი ხანია ვისმენ, ვერანაირი განმარტება ვერ მოვისმინე – ერთადერთი. რასაც ვისმენ, შეფასება არის – რუსული. ამაზე დიდი სიდებილე და უაზრობა არ ვიცი.
ვერანაირი არგუმენტაცია ვერ მოვისმინე, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემა. ის, რასაც გვეუბნებიან კონკრეტული ევროპარლამენტარები, რომ გამოდიან და რაღაც ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გვესაუბრებიან, მათ ინტერესში შედის, რომ ეს ყველაფერი იყოს მალული იმიტომ, რომ ის დონორები და არასამთავრობო ორგანიზაციები აფინანსებენ რევოლუციას, აფინანსებენ იმას, რომ პოლარიზაცია გაღრმავდეს”- თქვა კალაძემ.
8 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, გამოიწვევს თუ არა რუსული კანონის მიღება -ის მხრიდან სანქციების დაწესებას.
მილერმა თქვა: “ახლა ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ ვართ შეშფოთებულები ამ კანონპროექტით, რაც შეეხება იმას თუ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, თუ მას მიიღებენ, დაგვაკვირდით… დღეს სათქმელი არაფერი მაქვს”.