ვასილ მაღლაფერიძე: გახლეჩილი და ერთმანეთს დატაკებული საქართველო რომ ენატრებათ, ეს ხომ ერთი უბედურებაა, მაგრამ …

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ალასანია გახლეჩილ და გაყოფილ საქართველოზე საუბრობს. როგორც ვასილ მაღლაფერიძე წერს, „საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამის თქმა აქამდე არავის გაუბედავს“.

„საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამის თქმა აქამდე არავის გაუბედავს და ესეც მოვისმინეთ… თუმცა, გაყოფილი, გახლეჩილი და ერთმანეთს დატაკებული საქართველო რომ ენატრებათ, ეს ხომ ერთი უბედურებაა, მაგრამ ვინც ასეთი მსოფლმხედველობის ადამიანებთან ერთიანობისკენ მოწოდებებით პრანჭიკელაობს, იმას ევროპა კი არა ქვეყნის დაქცევა უნდა!”, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა

საბა ბრაჭველი: სხვისი ნივთის დაზიანება დანაშაული მხოლოდ მაშინაა, თუ ზიანი აჭარბებს 150 ლარს (სსკ 187 მუხლი). 23 წლის ადამიანი დააკავეს წარწერის გაკეთებაზე, რომელიც რამდენიმე წუთში წაშალეს კალაძის თანამშრომლებმა