ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე – ნინო სუხიშვილი

„სუხიშვილების” დირექტორი რუსულ საფრთხეებზე ალაპარაკდა – როგორც ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილი დარწმუნებულია, რომ რუსული კანონი მეგობარ ქვეყნებს საქართველოზე აზრს შეუცვლის.
ევროპისა და ამერიკის გვერდზე დგომა არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი – სუხიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში რუსულ კანონზე საუბრისას განაცხადა.
ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი გაკვირვებას ვერ მალავს, რატომ ითხოვს “ქართული ოცნების” ხელისუფლება რუსული კანონის ასე დაჟინებით მიღებას.
ნინო სუხიშვილი მესამე სექტორზე საუბრობს და ამბობს, რომ ისინი არა უცხო ქვეყნის ინტერესებს არამედ, საქართველოს დემოკრატიულ გზას, სიტყვის თავისუფლებას იცავენ.
„გასაკვირია რომ წელს ისევ წარმოიშვა ამ კანონპროექტის გატარების იდეა, რომელშიც არაფერი არ არის შეცვლილი ერთი სიტყვის გარდა, აგენტია მხოლოდ ამოღებული, თორე პრინციპში იგივეა აბსოლუტურად. ის ორგანიზაციები, რომლებიც მოყვებიან ამ კანონპროექტის ქვეშ, არ მიმაჩნია რომ ისინი არიან უცხო ძალების და უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლები, პირიქით ზუსტად ისინი არიან ვინც იცავენ საქართველოს დემოკრატიულ გზას, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას იცავენ და ასევე კრიტიკული აზრის დამკვიდრებას ჩვენს საზოგადოებაში…
ჩვენ ახლა ვიმყოფებით საზღარგარეთ, ევროპის ქვეყნებში ვმოგზაურობთ, ზუსტად იმ ქვეყენებში რომლებიც არიან ჩვენი მოკავშირეები, მეგობრები და არავითარი უცხო ძალა. ვფიქრობ რომ [რუსული კანონის მიღება] ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საფრთხე იქნება, რადგანაც ჩვენ გვინდა მშვიდობა, უსაფრთხოება და ევროპული მომავალი. ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე“,- განაცხადა ნინო სუხიშვილმა.
“სუხიშვილების” ხელმძღვანელმა ს მიერ საქართველოს ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ საქართველოს ნომერ პირველი მტერი რუსეთია:
დღემდე არის ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის 20% და რასაკვირველია, ჩვენთვის უსაფრთხოება და მშვიდობა მთავარია და ამის მთავარი იმედი არის ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების – ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის გვერდზე დგომა, ეს არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, რადგან, როგორც ვიცით, და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი პირველი საგარეო მტერი არის რუსეთი და ზუსტად ის უცხოური საგარეო ძალა არის რუსეთი, თავისი აგრესიით. ეს საფრთხე სულ არის და რასაკვირველია, როგორც ქვეყნის პატრიოტი, მე ვუსურვებ ჩემს ქვეყანას მშვიდობას, უსაფრთხოებას და რასაკვირველია, ევროპის გეზით სვლასა და ევროპის დიდ ოჯახში გაწევრიანებას”- დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ