ევროკომისიამ მოიწონა ის პრინციპები და მიდგომა, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით – ანრი ოხანაშვილი

ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი დათქმა დეოლიგარქიზაციის მიმართულებით აღებული ვალდებულების ბოლომდე შესრულებაა. თემის განსახილველად, დღეს მმართველი გუნდი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
დისკუსია საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მესამე ერთობლივი კონფერენციის ფარგლებში ტარდება, რომელიც ამ წუთებში იხსნება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიას საქართველოს პრინციპები და მიდგომები მოსწონს.
“ევროკომისიამ მოიწონა ის პრინციპები და მიდგომა, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. გვექნება შეხვედრები და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. სწორედ მსჯელობა მიგვიყვანს იმ ვერსიამდე, რომელიც აისახება სამოქმედო გეგმაში,”- აცხადებს ოხანაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს

ნინო წილოსანი ლევან ღამბაშიძეზე: დაფინანსებული პროპაგანდით აგიტატორობს, რომ ზიზღი სწორია და უფრო მეტიც, ამ ზიზღის საპასუხო აგრესიაც კარგი ყოფილა – უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა ჯოჯოხეთი ხდება მის შიგნით