შალვა პაპუაშვილი კონფერენციას – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გახსნის

დღეს, პარლამენტი და საქართველოს ეროვნული პლატფორმა – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი მესამე ერთობლივ კონფერენციას – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გამართავენ.
კონფერენციას გახსნიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ევროკავშირის ელჩი და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.
კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციაზე და განიხილავენ 9 პრიორიტეტს.
კონფერენციაზე განსახილველი ძირითადი საკითხებია: სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო პროცესი და დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედია და დეზინფორმაციასთან ბრძოლა, საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი , დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს

ნინო წილოსანი ლევან ღამბაშიძეზე: დაფინანსებული პროპაგანდით აგიტატორობს, რომ ზიზღი სწორია და უფრო მეტიც, ამ ზიზღის საპასუხო აგრესიაც კარგი ყოფილა – უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა ჯოჯოხეთი ხდება მის შიგნით