საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოთჩის“ ახალი ანგარიშის თანახმად, ჩინეთში ისლამის მიმდევრებზე ზეწოლა მწვავდება, – ამის შესახებ BBC წერს.
ორგანიზაცია პეკინს მეჩეთების დახურვასა და განადგურებაში სდებს ბრალს.
„ჩინეთის მთავრობის მიერ მეჩეთების დახურვა, განადგურება და გადაკეთება არის სისტემური ძალისხმევის ნაწილი ჩინეთში, ისლამის შესაზღუდად“, – ამბობს „ჰიუმან რაითს ვოთჩის“ წარმომადგენელი ჩინეთში, მაია ვანი.
