“ვინც რუსეთისგან გაზს ყიდულობს, ეხმარება ამ ქვეყანას და უნდა მოვკვეთოთ?!” – UEFA-ს პრეზიდენტმა ახსნა, რატომ არ მიიღეს დისკვალიფიკაცია ბელარუსებმა

Uefa-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ბელარუსიის ნაკრები საერთაშორისო ტურნირებიდან არ მოკვეთეს.
როგორც იცით, ში ს შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, ბელარუსია რუსეთის ერთ-ერთ მოკავშირედ და დამხმარედ ითვლება და ტურნირებიდან ამ ქვეყნის მოკვეთასაც მოითხოვდნენ.
“ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ გვეტყვის, რა ვქნათ. ჩვენ არცერთ პოლიტიკოსს არ მოვუსმენთ. ბოიკოტის წინააღმდეგი ვარ, ბოიკოტი და აკრძალვა არ მიყვარს, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში სხვა არჩევანი უბრალოდ არ იყო. ჩვენ ყველა უნდა ვეცადოთ დავეხმაროთ ამ სიგიჟის შეჩერებას.
რამდენიმე პოლიტიკოსმა მოგვწერა, რომ ყველა, ვინც რუსეთს დაეხმარა,
უნდა მოიკვეთოს. ახლა მე ვიკითხავ: ისინი, ვინც გაზს ყიდულობს, ეხმარებიან რუსეთს? – უნდა მოვკვეთოთ ყველა ევროპული ქვეყანა, თუნდაც ყველაზე დიდი, რომელიც აგრძელებს გაზის ყიდვას?
გეოსტრატეგიული პრობლემები პოლიტიკოსებმა უნდა მოაგვარონ. სპორტული ორგანიზაციებისგან თავიანთი საქმის კეთების მოთხოვნა არის პოპულიზმი”, – უთხრა ჩეფერინმა InfoLibre-ს.