სი ძინპინი მაისში საფრანგეთში, სერბეთსა და უნგრეთში ჩავა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მაისის დასაწყისში ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს, კერძოდ – საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
ჩინეთის ლიდერს საფრანგეთში ორდღიანი ვიზიტი ჩავა, რის შემდეგაც ბელგრადში გაემგზავრება. ევროპულ ტურნეს კი ბუდაპეშტში დაასრულებს.
სი ძინპინი უნგრეთში უკანასკნელად 2009 წელს იმყოფებოდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ბოლო შეხვედრა კი ჩინეთის ლიდერმა შარშან პეკინში გამართა.

ასევე დაგაინტერესებთ