მაშფოთებს საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ინიციატივა, რომელიც ევროპისგან საქართველოს დაშორების საფრთხეს ქმნის. აშშ მუდამ აიმაღლებს ხმას ადამიანთა ყველა უფლების დასაცავად, მათ შორის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების.
წერს სოციალურ ქსელ X-ზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი ქართული ოცნების მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის ხელახალ რეგისტრაციასთან დაკავშირებით.