სევასტოპოლში საჰაერო განგაშია, უკრაინა აცხადებს, რომ ყირიმში რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან ს მიერაა ანექსირებული.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, ქალაქში დროებით აიკრძალა სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის მიმოსვლა. ავტოტრანსპორტისთვის დაიკეტა ს ხიდი.
სევასტოპოლს, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი სამხედრო ბაზა მდებარეობს, უკრაინის თავდაცვის ძალები პერიოდულად უტევენ რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. ს დღევანდელ სავარაუდო იერიშსა და მის სამიზნეებზე ჯერ არაფერი უთქვამს.
დეტალების დაკონკრეტების გარეშე ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სპიკერმა დმიტრო პლეტენჩუკმა გაავრცელა ცნობა, რომ ყირიმში ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენი „კა-27“.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – პროტესტის მხედართმთავარი როგორი უნდა იყოს, მუზარადი ეხუროს და ხმალი ეჭიროს? ხაბეიშვილს ან ბურჭულაძეს რას უწუნებენ? – არჩევნებს რაც შეეხება, „ოცნება“ 70%-ს დაიწერს, მთავარი მონაწილეობა კი არ არის, ოლიმპიადაზე ხომ არ ვართ?