ჰელსინკის კომისია: საქართველო უნდა დაუბრუნდეს ლიბერალური დემოკრატიის ტრაექტორიას

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია ოცნების მიერ ხელმეორედ ინიცირებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით X-ზე განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის წინა, ლიბერალური დემოკრატიის ტრაექტორიას.
“გასულ კვირას, თანათავმჯდომარე სენატორმა კადრინმა და რეიტინგის წევრმა, სენატორმა ვიქერმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, უარი ეთქვათ რუსული სტილის კანონპროექტზე, რომელსაც ისინი უახლოეს დღეებში მიიღებენ. საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის წინა, ლიბერალური დემოკრატიის ტრაექტორიას”, – ნათქვამია განცხადებაში.
6 აპრილს -ში ჰელსინკის კომისიის სენატის ხელმძღვანელობამ – თანათავმჯდომარე ბენ კარდინმა და სენატორ როჯერ უიკერმა ოცნების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს “რუსული კანონის ასლი” უწოდეს და კანონპროექტის ხელახლა მიღების მცდელობის გამო საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს.
“ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ და მძიმედ მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა. ეს კანონპროექტი არის რუსული კანონის ასლი, რომელიც მისი ინსპირაციაა. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ხელახალი შემოღება ხდება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობის უფრო ფართო მიღების ფონზე. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ ქართული ოცნება კვლავ დაადგა ამ გზას, მიუხედავად ს მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვან ამ კანონპროექტზე და დაუბრუნეს თავის ლიბერალურ დემოკრატიულ ტრაექტორიას და მისი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.