უკრაინამ ახალი კონტრშეტევის გეგმა შეიმუშავა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა.
„დიახ, ჩვენ გვაქვს კონტრშეტევის გეგმა. აუცილებლად გავიმარჯვებთ, არ გვაქვს ალტერნატივა. მაგრამ არ შემიძლია ამის დაპირება და თარიღის დასახელება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად უკრაინელ სამხედროებს აშშ-სგან იარაღის მიღება სჭირდებათ.
„დიახ, რუსეთს მეტი ხალხი ჰყავს და მეტი იარაღი აქვს. მაგრამ გაერთიანებულ დასავლეთს თანამედროვე შეიარაღების სისტემები აქვს. ამიტომ, ჩვენ მივიღებთ გარკვეულ ტექნოლოგიებს. თუ გავაგრძელებთ წარმოების გაზრდას, თუ მივიღებთ ლიცენზიებს ჩვენი პარტნიორებისგან, მაშინ ეს უკვე არა ხალხის რაოდენობას, არამედ იარაღის ხარისხს შეეხება“, – თქვა მან.
პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა აგრესორ ქვეყანასთან მოლაპარაკების საკითხზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება.