სალომე სამადაშვილი – დღე, როდესაც „რუსული კანონის“ ხელმეორედ შემოტანა გაბედეს, ის წერტილია, საიდანაც „ქართული ოცნების“ მარცხი გარდაუვალი გახდა – გამარჯვება 26 ოქტომბერს იქნება, მანამდე ყველა ნაბიჯი გზაა გამარჯვებისკენ

„ქართული ოცნების“ რეალური მხარდაჭერა 30%-ზე ქვემოთაა ჩამოსული, ამიტომ ფიქრობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების უზურპაციით შეძლებს, რომ შეინარჩუნოს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა რესპუბლიკის მოედანზე „თავისუფლების მარშის” დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მარცხი გარდაუვალი გახდა. როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, მთავარი გამარჯვება 26 ოქტომბერს დადგება და მანამდე ყველა ნაბიჯი გამარჯვებისკენ გზაა.
„ამ კანონის მიღებით ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, ცდილობს ქართველ ხალხს დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების შანსი წაართვას. მისი სამიზნეა ყველა ორგანიზაცია, რომელიც დემოკრატიული ს უზრუნველყოფაზე მუშაობს. ივანიშვილმა იცის, რომ ქვეყანაში მხარდაჭერა დაკარგული აქვს. „ქართული ოცნების“ რეალური მხარდაჭერა 30%-ზე ქვემოთაა ჩამოსული, ამიტომ ის ფიქრობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების უზურპაციით შეძლებს, შეინარჩუნოს. ეს ძალიან არასწორი გათვლა იყო, რადგან „ქართულ ოცნებას“ ეს ნაბიჯი უკან ძალიან მძიმედ შემოუტრიალდება.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და დანაშაული ჩაიდინა, ის დღე, როდესაც რუსული კანონის ხელმეორედ შემოტანა გაბედეს, შემოტრიალების ის წერტილია, საიდანაც მათი მარცხი გარდაუვალი გახდა.
ჩვენი მთავარი გამარჯვება წინ არის. ის 26 ოქტომბერს იქნება. მანამდე ყველა ნაბიჯი, მათ შორის ამ კანონთან დაკავშირებული, გზაა გამარჯვებისკენ. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩვენ დანებების უფლება არ გვაქვს, მათ შორის იმ ადამიანების ხსოვნის წინაშე, ვინც 9 აპრილს დაიღუპნენ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით