ხელისუფლების მხრიდან, სრული მზადყოფნა იყო სამუშაო ჯგუფებზე, მაგრამ ოპოზიციას, ხელის შეშლის გარდა, არაფერი უკეთებია – მიხეილ სარჯველაძე

როგორ იმუშავებენ ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად ქართველი კანონმდებლები? ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფებში აქტიურად ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ნაწილი კი, გამოცდილებიდან გამომდინარე, ამტკიცებს, რომ მსგავსი ჯგუფების შექმნა უშედეგოა.
თავის მხრივ, მმართველი გუნდი მზად არის, ევროკომისიის მორიგი რეკომენდაციების განხორციელებისთვის, ყველაფერი გააკეთოს და მოუწოდებს ოპოზიციას, პროცესს ხელს ნუ შეუშლის.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, აცხადებს, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულია ყველა სამუშაო ჯგუფში.
“ხელისუფლების მხრიდან, სრული მზადყოფნა იყო სამუშაო ჯგუფებზე, მაგრამ ოპოზიციას, ხელის შეშლის გარდა, არაფერი უკეთებია. ევროკავშირის ელჩმაც დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთია ხელისუფლების მხრიდან ინკლუზიურობაზე ორიენტირებულობა და მეორე – ოპოზიციის კონსტრუქციულობა. რაკი მან ამაზე საუბარი დაიწყო, [ე.ი.] ეს არის საკითხი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მწვავედ განიცდება,”- აცხადებს სარჯველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება