უკრაინაში დაღუპული მებრძოლი თენგიზ ჭანია მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია, მშობლიურ სოფელში, განმუხურში ენგურზე გავლებულ საოკუპაციო ზოლთან დღეს, სამხედრო პატივით დაკრძალეს. ქართველი გმირის ოჯახისთვის სამძიმარზე ტრადიციულად არავინ მისულა საქართველოს ხელისუფლებიდან.
დაკრძალვაზე იმყოფებოდა “ახალის” ლიდერი , ასევე ენმ-ის წარმომადგენლები.
აფხაზეთიდან დევნილი ჭანია ქალაქ ავდეევკასთან მასირებულ საარტილერიო დაბომბვას 22 მარტს ემსხვერპლა. უკრაინაში ის ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე იბრძოდა. ირიცხებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების “აზოვის” პოლკის შემადგენლობაში. როგორც მეგობრები იხსენებენ, საბრძოლო შეტაკებების დროს ჭანია ორჯერ დაიჭრა, თუმცა ორივეჯერ ფრონტის წინა ხაზზე დაბრუნდა.
48 წლის ჭანია აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი იყო.
შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ